ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !
„საბავშვო ბლოგის“ კონკურსის „ერთად გავიცნოთ საქართველო“ II ტური დაიწყო!
II ტურში წარმოდგენილია ორი საკონკურსო თემა და ამ თემების შესაბამისი, დაახლოებით 15 წუთიანი ვიდეოები. მათში მოთხრობილია საკონკურსო თემების შესახებ.
საკონკურსო თემებია:
1. ბიჭვინთის საკათედრო ტაძარი, აფხაზეთი
2. იკორთის ტაძარი, შიდა ქართლი
I ტურისგან განსხვავებით, II ტურში მოსწავლეები თემებს აღარ გზავნიან ინტერნეტის
საშუალებით. II ტურში
მოხდება I ტურში
გამარჯვებულ ბავშვებთან პირადად შეხვედრა და ისინი საკონკურსო თემებს დაწერენ უშუალოდ
შეხვედრისას.
მოსწავლეებს თემების დასამუშავებლად ეძლევათ 1 თვე.
II ტური დაახლოებით ჩატარდება ნოემბრის ბოლოს. კონკურსის II ტურის ჩატარების
ზუსტი თარიღი და ადგილმდებარეობა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ
ელ-ფოსტაზე miqarcmindeli@gmail.com ან
ფეისბუქ-გვერდზე: „საბავშვო ბლოგი“.